იყავი პირველი მოთამაშე, ვინც მოახერხებს და ოთხივე კეგლს მიიყვანს სასტარტო ზონიდან სახლამდე. თითოეული მოთამაშე იღებს კარტს დასტიდან და მის ინსტრუქციებს მიჰყვება, რათა ფიგურები გადაიტანოს სათამაშო დაფაზე და მოთამაშეებს ადგილები შეუცვალოს. სლაიდები მოთავსებულია დაფის სხვადასხვა ნაწილში. როდესაც მოთამაშის ფიგურა ხვდება სლაიდის დასაწყისში, რომელიც მის ფერს ეკუთვნის, ავტომატურად გადადის ბოლოში, ნებისმიერი სხვა მოთამაშის ფიგურას აცილებს სლაიდიდან და სტარტში აბრუნებს. თამაშის სვლა სრულდება მხოლოდ კარტების მოქმედებების შესრულებით. მოიგებს ის ვინც პირველი მიიყვანს 4 კეგლს სახლში.
ჯადოსნურ ტყეში უჩვეულო ამბები ხდება. მტაცებელმა ცხოველებმა გადაწყვიტეს კეთილი ცხოველები დააშინონ და ტყიდან გამოყარონ. კეთლი ცხველები ამას არ ეგუებიან და ცდილობენ გამოამჟღავნონ თუ ვინ სჩადის ამ უმსგავსო საქციელს. თქვენი ვალია გამოამჟღავნოთ მტაცებელი ცხოველეი ისე რომ თქვენიანი არ გაწიროთ.
ისრის დატრიალების შემდეგ, მოთამაშემ უნდა დადოს მაცხენა ან მარჯვენა, ფეხი ან ხელი ისრით მითითებულ ფერზე, რაც ხშირ შემთხვევაში მოუხერხებელია და გარკვეულწილად აკრობატულ მანევრს მოითხოვს.