დეტექტიური სტილის თამაში, სადაც მოგიწევთ გამოიყენოთ თქვენი გამჭრიახობა და მოირგოთ დაკვირვებული გამომძიებლის როლი. აღწერა: 9 ოთახიან სახლში ჩადენილია დანაშაული და მისი გამოძიება თქვენ დაგევალათ. სახლში შესვლისთანავე თვალში მოგხვდათ 6 საეჭვო საგანი რომელთა შორისაც ერთი დანაშაულის იარაღია. ცნობებით ირკვევა, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში სახლში იმყოფებოდა 6 ადამიანი, რომლებიც შეყვანილია ეჭვმიტანილთა სიაში. მიზანია გაარკვიოთ: 1.ვინ ჩაიდინა დანაშაული? 2.რომელია დანაშაულის იარაღი? 3.სად მოხდა დანაშაული? გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე სწრაფად შეძლებს ამ კითხვებზე პასუხების დადგენას. ყოველ ახალ თამაშში გამოსაძიებელი გარემოებები განსხვავებულია და მათ გამოსაკვლევად ახალი მეთოდის შემუშავება მოგიწევთ.
თამაში არის ძალიან მარტივი და სახალისო, უნდა გადაატრიალოთ სურათი და ასევე ყურადღებით უნდა დააკვირდეთ სათამაშო დაფას, გამარჯვებული იქნება ის, ვინც პირველი იპოვნის სასურველ სურათს დაფაზე
მონოპოლისტი მონოპოლიას ქართული ადაპტაციაა.შეიძინე და გაყიდე ქართული კომპანიები და გახდი მონოპოლისტი. თამაში არის გააგორე-და-იმოძრავე სტილის თამაში, სადაც მოთამაშეები მოძრაობენ სათამაშო დაფაზე, ყიდულობენ ან ცვლიან ქონებას, ავითარებენ თავიანთ ქონებას, სახლებსა და სასტუმროებს. როდესაც მოთამაშე მოხვდება ოპონენტების საკუთრებაში, მფლობელი იღებს ქირას მოქმედი მოთამაშისგან. საკუთრების კომპლექსების გაზრდა ზრდის მოთამაშის ქირის გადასახადს. საბოლოო მიზანი არის ყველაზე მეტი ფულის შეგროვება და მოწინააღმდეგეების გაკოტრება.
სამაგიდო თამაში - ფინანსისტი - მონოპოლის ქართული ადაპტაციაა. შეიძინე და გაყიდე ქართული კომპანიები და გახდი მონოპოლისტი. თამაში არის გააგორე-და-იმოძრავე სტილის თამაში, სადაც მოთამაშეები მოძრაობენ სათამაშო დაფაზე, ყიდულობენ ან ცვლიან ქონებას, ავითარებენ თავიანთ ქონებას, სახლებსა და სასტუმროებს. როდესაც მოთამაშე მოხვდება ოპონენტების საკუთრებაში, მფლობელი იღებს ქირას მოქმედი მოთამაშისგან. საკუთრების კომპლექსების გაზრდა ზრდის მოთამაშის ქირის გადასახადს. საბოლოო მიზანი არის ყველაზე მეტი ფულის შეგროვება და მოწინააღმდეგეების გაკოტრება.
2 თამაში 1-ში, მონოპოლია არის პატარა გამომმუშავებლების თამაში, რომელიც ბავშვთან ერთად იზრდება! ორმხრივ სათამაშო დაფაზე არის 2 დონის თამაში, რაც საშუალებას აძლევს ოჯახებს აირჩიონ მათთვის საუკეთესო დონე. დონე 1 თამაში, რეკომენდირებული 4-5 წლის ასაკისთვის, ეხმარება ბავშვებს შეჯგუფებასა და თვლაში ვარჯიშში, როდესაც ისინი ითვლიან უჯრედებს, შეესაბამებიან სურათებს და ყიდულობენ საკუთრებებს. იგებს მოთამაშე, რომელსაც ყველაზე მეტი საკუთრება აქვს! მზად ხარ უფრო მაღალ დონეზე გადასასვლელად? გადატრიალე დაფა უფრო რთული დონე 2 თამაშისთვის, რომელიც რეკომენდირებულია 6 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის და ფოკუსირებულია კითხვასა და მარტივ მათემატიკაზე. მოთამაშეები ფიგურებს ათავსებენ ბავშვებისთვის მოსახერხებელ უჯრებზე, ყიდულობენ საკუთრებებს, აგროვებენ ქირას და გამოცდიან საკუთარ ბედს! გამარჯვებისათვის, გახდი მოთამაშე, რომელსაც ყველაზე მეტი ფული აქვს. თითოეულ დონეში თამაში იყენებს საკუთარ მონოპოლიის ფულსა და კარტებს, ასევე წესებს. ორივე თამაშში შედის 6 საყვარელი ფიგურა