80 დღე, ამ სახელწოდებაში იგულისხმება ლონდონში მოგზაურობის საწყისი და დსასასრული წერტილი, მოგზაუროა ბევრ გამოწვევებს გთავაზობთ, მგზავრობის ხარჯებს, საბაჟო კონტროლს, ცუდ ამინდს, ასევე გასათვალისწინებელია ისიც რომ, მგზავრობის ხარჯებთან ერთად ფასები მუდმივად იზრდება ბაზრის ყველა სფეროში, ამიტომ მნიშვნელოვანია აირჩიოთ ისეთი მოგზაურობა სადაც სწრაფად და ნაკლები ხარჯით იმოგზაურებთ და ასვეე ჭკვიანურად შეიძინოთ ისეთი ნივთები, რომელიც გაგიმარტივებთ მოგზაურობის გამოწვევების შესრულებას.
იყავი პირველი მოთამაშე, ვინც მოახერხებს და ოთხივე კეგლს მიიყვანს სასტარტო ზონიდან სახლამდე. თითოეული მოთამაშე იღებს კარტს დასტიდან და მის ინსტრუქციებს მიჰყვება, რათა ფიგურები გადაიტანოს სათამაშო დაფაზე და მოთამაშეებს ადგილები შეუცვალოს. სლაიდები მოთავსებულია დაფის სხვადასხვა ნაწილში. როდესაც მოთამაშის ფიგურა ხვდება სლაიდის დასაწყისში, რომელიც მის ფერს ეკუთვნის, ავტომატურად გადადის ბოლოში, ნებისმიერი სხვა მოთამაშის ფიგურას აცილებს სლაიდიდან და სტარტში აბრუნებს. თამაშის სვლა სრულდება მხოლოდ კარტების მოქმედებების შესრულებით. მოიგებს ის ვინც პირველი მიიყვანს 4 კეგლს სახლში.
ბრძოლა დაიწყო! შეძლებთ ლეპრიკონის დამარცხებას და საგანძურამდე მისვლას? თქვენი ამოცანაა შექმნათ გზა დასაწყისიდან საგანძურამდე და შეაგროვოთ სამი გასაღები, რომლებიც გახსნის საგანძურის სკივრს. სანამ ლეპრიკონი საგანძურამდე მიაღწევს. დაგეგმეთ სტრატეგია, ითანამშრომლეთ და ერთად ააშენეთ გზა. მოთამაშეებმა ერთად უნდა შექმნან გზა, რომლითაც ჯერ სამ გასაღებს შეაგროვებენ, შემდეგ კი საგანძურამდე მიაღწევენ. ამავდროულად, ყოველი ლეპრიკონის ბარათი მას უფრო მეტად მიახლოებს საგანძურთან და მოთამაშეების წაგებასთან. ყველა ერთად მსჯელობს ბარათების განთავსებაზე. ერთად იმარჯვებენ ან ერთად მარცხდებიან.
თამაშში მოქმედება ხდება კამათლის გაგორებით. გაგორებული ნომრის მიხედვით მოთამაშე მოძრაობს დაფაზე იმდენივე ერთეულით, რაც აჩვენა კამათელმა, საათის ისრის მიმართულებით. ლუდოს წესების მიხედვით ერთ სივრცეში ერთზე მეტი კეგლი არ შეიძლება რომ იდოს. თუ მის წინ მიმავალ გზაზე მოთამაშის ან მისი მოწინააღმდეგის კუთვნილი კეგლია, მას შეუძლია გადაახტეს, თუ მისსავე კეგლის ადგილზე მოუწია გაჩერება, ამ შემთხვევაში მოთამაშე ტოვებს სვლას. თუ მოთამაშის კეგლის სვლისას მოუწია მოწინააღმდეგის კეგლის სივრცეში გაჩერება, ამ შემთხვევაში მოთამაშე კლავს მოწინააღმდეგის ფიგურას და გადაყავს საწყის სივრცეში. მოთამაშეს რომლის ფიგურაც გადაიგზავნა საწყის სივრცეში, რომელმაც თავიდან უნდა გააგოროს კამათელზე 6-ი, რათა მოვიდეს ისევ თამაშის სამოძრაო დაფის სივრცეში, ეწოდება “ლუდო”.